საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია - იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი   2021 წლის 22 ნოემბერს  ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი   მიძღვნილ  სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას:  "ფილოსოფია და თანამედროვეობა". 

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის ზურაბ კაკაბაძის დაბადებიდან  90-ე   წლისთავს.         

კონფერენციისათვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის,   რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

განსაკუთრებით მივესალმებით ზურაბ კაკაბაძის  ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს.

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
 

  • გაფართოებული თეზისები
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

თეზისების გაფორმების წესი:

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ)  ტექსტი  ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 ).

გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471

თარიღი: 09/09/2021